ლამინ იამალი წარმოუდგენლად პროდუქტიულ 2024/25 სეზონს ატარებს (13+17 გოლი). იამალის გამორჩეულმა თამაშმა მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. Football Benchmark Intelligence-ის თანახმად, მისი ფასი ახლა 157,9 მილიონი ევროა.
ლამინი „ბარსელონას“ ერთადერთი წარმომადგენელია ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა შორის, ხოლო მადრიდის „რეალი“ ერთბაშად ოთხი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი.

