17 ქულა 25 წუთში: მამუკელაშვილი საუკეთესო იყო – ტორონტომ წააგო

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამართა და დამარცხდა – 95:112.

ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთი ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო იყო: 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა.
სანდრომ 6-დან 3 სამქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტო“ 45 მოგებითა და 36 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და და ჯერჯერობით ფლეი-ოფის ზონაშია. რეგულარული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ერთი თამაშია დარჩენილი, 13 აპრილს „ბრუკლინთან“.

მსგავსი ამბები