5 ქართველი სიმბოლურში, ნახევარდაცვა მთლიანად ქართულია

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფში სომხეთი შინ 6:1 დაამარცხა და ბევრმა ჩვენიანმა კარგი შეფასებები დაიმსახურეს.ხვიჩა კვარაცხელიას საერთოდ 10-იანი დაუწერეს.

Whoscored-მა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის სიმბოლური ნაკრები შეაჯამა და აქ ერთბაშად 5 ქართველი მოხვდა.

თავდასხმაში გიორგი მიქაუტაძე (9.2) დგას, ხოლო ნახევარდაცვა მთლიანად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებით დაკომპლექტდა – გიორგი ჩაკვეტაძე (8.1), ოთარ კიტეიშვილი (8.2), ანზორ მექვაბიშვილი (8.0) და ხვიჩა კვარაცხელია (10.0).

კვარაცხელია ტურის MVP-ია, ხოლო მიქაუტაძე მეორეა.

მსგავსი ამბები