მამარდა ტურის სიმბოლურშია

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ასეთია ანალიტიკური პორტალის Whoscored-ის ვერსია.

„ვალენსიამ“ 3:0 მოუგო „ხეტაფეს“. ქართველმა მეკარემ სამი სეივი გააკეთა და გამარჯვებაში თავისი წონადი წვლილი შეიტანა.

Whoscored-მა მამარდას თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

მსგავსი ამბები