იტალიაში საუკეთესოების გამოვლენა დაიწყო: სკუდეტო ხვიჩასაც ხომ ეკუთვნის

ევროპაში ჩემპიონატები ან დასრულდა ან დასასრულს უახლოვდება. იტალიაში ერთი ტურია დარჩენილ და ჩემპიონი შეიძლება ისევ „ნაპოლი“ გახდეს. ეს კი პსჟ-ს ფეხბურთელის დამსახურებაცაა. აწ უკვე პარიზელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი წრე ხომ ნეაპოლში გაატარა (17 მატჩი) და თუ „ნაპოლის“ მესვეურებს სამართალი და სინდისი მოეკითხებათ, პრიზი ჩვენიანსაც უნდა გაუნაწილონ.

მანამდე კი სერია A-მა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების ნომინანტები დაასახელა:

საუკეთესო მეკარე: დავიდ დე ხეა (ფიორენტინა), ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო), მილე სვლარი (რომა);

საუკეთესო მცველი: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ალესანდრო ბუონჯორნი (ნაპოლი), ნუნუ ტავარეში (ლაციო);

საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკოლო ბარელა (ინტერი), სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი), ტიჯანი რეინდერსი (მილანი);

საუკეთესო ფორვარდი: მოიზე კინი (ფიორენტინა), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), მატეო რეტეგი (ატალანტა);

23 წლამდე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: სებასტიან ესპოზიტო (ემპოლი), ნიკო პასი (კომო), ქენან ილდიზი (იუვენტუსი).

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს აქ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისგან აირჩევენ.

შეგახსენებთ, თავის პირველ სეზონში იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

მსგავსი ამბები