ხვიჩა, ზურიკო და ჟორჟი საუკეთესო გოლისთვის იბრძვიან: მივცეთ ხმა

საფრანგეთში დაიწყეს სეზონის საუკეთესო გოლის გამოვლენა და… ნომინანტებს შორის სამი ქართველია.

ზურიკო დავითაშვილის გოლი „ოსერთან”;
გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი რეიდი და ზუსტი დარტყმა „ანჟერთან”;
ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მცველების გაბათურება და გოლი „მონაკოს“ კარში.

აი ეს სამი გოლი მოხვდა საუკეთესოების რიცხვში.

პრიზისთვის სულ 8 კანდიდატი იბრძვის.

ხმის მიცემა ყველას შეუძლია, ამიტომ ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს ფეხბურთელებს – აი ამ ლინკზე გადასვლით.

მსგავსი ამბები