დღეს თბილისში დიდი მატჩია: მსოფლიოს შესარჩევში საქართველოს ნაკრები ესპანეთს მასპინძლობს. მატჩი დიდია, მაგრამ ცოტა გაცვეთილიც კი, იმდენჯერ მოგვიწია ბოლო დროს ესპანელებთან შეხვედრა, თითქოს განუყრელები ვართ. არის კიდევ ერთი ხინჯი – ამ თამაშს პრაქტიკული მნიშნელობა ფაქტობრივად აღარ აქვს, რაც პრინციპში ბილეთების რეალიზაციაზეც აისახა. იშვიათი შემთხვევაა, როცა ნაკრების მატჩზე ბილეთები წამში სრულად არ გაიყიდა.
ესპანეთი ბუნებრივია თბილისშია და გუშინ საღამოს „დინამო არენაზე“ ივარჯიშა.











