კვერნაძის გოლი საუკეთესოდ აღიარეს

გიორგი კვერნაძის გოლი სერია B-ს 21-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს.

„წამის მეასედის საკითხი იყო. კარს გახედა, დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა“, – ასე შეაფასა სერია B-ს გვერდმა ქართველის გოლი.

გამოკითხვა ლიგა B-ს ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა.

„ფროზინონეს“ ქართველი თავდამსხმელის გოლი „რეჯანასთან“ შეხვედრის 57-ე წუთზე ერთადერთი და გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჩვენიანი მარცხენა ფლანგიდან შემოიწია და შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

ეს 22 წლის კვერნაძისთვის სეზონში მესამე გოლი იყო, პლუს 2 საგოლე პასი.

სერია B-ში 22 ტურის შემდეგ “ფროზინონე” 46 ქულით მე-2 ადგილზეა და ქულით ჩამორჩება პირველზე მყოფ “ვენეციას”.

მსგავსი ამბები