კვერნაძე ბოლოსკენ შეცვალეს, ფროზინონემ ფრედ ითამაშა

სერია B-ს 26-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ შინ „ემპოლის“ შეხვდა და ზედიზედ ორი მოგების შემდეგ მეტოქეს ქულა გაუყო – 2:2.

ქართველი შემტევი ძირითადში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.

შეფასებები: Sofascore – 6.2, Flashscore – 6.0.

ფროზინონე – ემპოლი 2:2
გოლები: 0:1 შპენდი (18), 1:1 გეჯემისი (45+1), 1:2 შპენდი (54), 2:2 კუცუპიასი (60)

„ფროზინონე“ 53 ქულით მე-2 ადგილზეა და 1 მარტს სტუმრად „კატანძაროს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები