4 ქართველი ტოპ 5-ის ერთ მატჩში: ხვიჩას პსჟ-მ სამი გიორგის მეცს 3 გაუტანა

საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში იშვიათი რამ მოხდა: პირველად ტოპ-5 ლიგის მატჩში მოედანზე ერთდროულად ოთხი ქართველი იყო.

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ქართველების „მეცს“ უმასპინძლა და მოუგო – 3:0.

თავიდან მოედანზე მხოლოდ გიორგი წიტაიშვილმა იყო (შეცვალეს 88-ე წუთზე), სხვები თადარიგში დარჩნენ.
მეორე ტაიმში შეცვლაზე კი ყველანი შევიდნენ: კვარაცხელია 64-ე წუთზე შევიდა, „მეცში“ გიორგი აბუაშვილი 66-ზე, ხოლო გიორგი ქვილითაია 79-ზე.

კვარაცხელია: Flashscore – 6.8; Sofascore – 7.1; Whoscored – 6.4.

წიტაიშვილი: Flashscore – 6.1; Sofascore – 6.4; Whoscored – 6.0).

აბუაშვილი: Flashscore – 6.2; Sofascore – 6.5; Whoscored – 5.9)

ქვილითაია: Flashscore – 6.4; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.2.

პსჟ – მეცი 3:0
გოლები: 1:0 დუე (3), 2:0 ბარკოლა (45+3), 3:0 რამუში (77)

პსჟ 54 ქულით ისევ ლიდერია („ლანსმა“ წააგო) და მომდევნო მატჩი 25 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე აქვს, 1/16 ფინალის განმეორებითი თამაში შინ „მონაკოსთან“.

„მეცი“ 13 ქულით აუტსაიდერია და 1 მარტს „ბრესტს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები