სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ის მორიგი შეხვედრა სტუმრად „მილუოკისთან“ გამართა და გაიმარჯვა – 122:94.
ქართველმა კალათბურთელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 23 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო: მან თავის გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
მამუკელაშვილმა თამაშიდან ექვსი ბურთი ჩააგდო.

„ტორონტო“ 34 მოგებითა და 23 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და მორიგ შეხვედრას 25 თებერვალს “ოკლაჰომას” წინააღმდეგ გამართავს.
