საბა გოგლიჩიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ჩემპიონშიპის 35-ე ტურში „ბრისტოლ სიტის“ ესტუმრა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველი საგოლე შეტევა კი მე-7 წუთზე ჩაკვეტაძემ ფლანგიდან წამოიწყო, ბურთი საჯარიმომდე წაიღო და მშვენიერი გადაცემა გაუკეთა პარტნიორს.
შეცვალეს 86-ე წუთზე.
გოგლიჩიძე 69-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. პირველ ტაიმში საბას გოლი გატანაც შეეძლო, როცა თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს გაარტყა.
შეფასებები:
ჩაკვეტაძე: Flashscore – 6.6; Sofascore – 6.6; Whoscored – 6.5.
გოგლიძიჩე: Flashscore – 6.3; Sofascore – 6.5; Whoscored – 6.6.

ბრისტოლი – უოტფორდი 1:2
გოლები: 0:1 კერუმგორი (7), 1:1 ტვაინი (36), 1:2 ნგაკია (77)
„უოტფორდი“ ამ მომენტისთვის 51 ქულით მე-7 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 10 მარტს სტუმრად „შეფილდ უენსდეის“ შეხვდება.
