ფანტასტიკურად ითამაშა, უკვე ესპანურადაც საუბრობს: გულშემატკივრები გულიაშვილზე

გიორგი გულიაშილმა ესპანელი გულშემატკივრების გული მოიგო – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლა ლიგა 2-ში „კასტელონთან“ დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა და „რასინგს“ გასვლაზე კონკურენტ „კასტელონის“ დამარცხებაში დაეხმარა 3:1.

ქართველი ფეხბურთელის თამაშს ლა ლიგა 2-ის ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა – „ორი გოლი, ერთი საგოლე გადაცემა და მატჩის MVP“.

ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა გულიაშვილს 9,8 ქულა დაუწერა, Flashscore-მ 9,2 და ორივემ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

გულიაშვილმა დუბლი და საგოლე პასი გააკეთა: რასინგმა კონკურენტს მოუგო

„რასინგის“ გულშემატკივრები ქართველი თავდამსხმელის თამაშს გამოეხმაურნენ, ისინი იმ ფაქტმაც აღაფრთოვანა, რომ მატჩის შემდეგ გულიაშვილმა ფანებს ესპანურად მიმართა.

„გიორგი გულიაშვილმა „რასინგის“ შემადგენლობაში შესანიშნავ მატჩი ჩაატარა. ეს ახალ გუნდში მისი პირველი ბრწყინვალე საღამო იყო – თანაც ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. ის სამივე გოლში მონაწილეობდა, თავდამსხმელისთვის შესაფერისად ითამაშა, დუბლი შეასრულა და მანტილიასაც გაატანინა.

შესანიშნავია, ის უკვე ესპანურადაც კარგად საუბრობს, არადა, გუნდში სულ ახალი მოსულია.

ნამდვილი თავდამსხმელია, ძალიან გვიხარია, რომ პრინციპულ მატჩში ორი გოლი გაიტანა, ძლიერი თვისებები სხვა მატჩებშიც გამოავლინა.

ასე უნდა გააგრძელოს, სასიამოვნოა მისი წარმატება, რადგან მებრძოლია და არასდროს ჩერდება, ფანტასტიკურად ითამაშა“, – წერდნენ თამაშს შემდეგ „რასინგის“ ფანები.

¡Hola, racinguistas! მატჩის გმირმა გულიაშვილმა ფანებს ესპანურად მიმართა

1tv.ge

მსგავსი ამბები