სამ გიორგის მეოთხის სტუმრობამ არ უშველა: მეცი კაცნაკლულთანაც დამარცხდა

ლიგა 1-ის 24-ე ტურში ქართველების „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ბრესტთან“ დამარცხდა – 0:1.

გიორგი წიტაიშვილი ძირითადში იყო, შესვენების შემდეგ შეცვლაზე გიორგი აბუაშვილი შევიდა, ხოლო გიორგი ქვილითაია 59-ე წუთზე.

მსაჯმა უკვე 22-ე წუთზე სტუმრებს კაცი გაუგდო, მაგრამ „მეცს ამანაც არ უშველა, პირიქით აქეთ გაუშვა გოლი.

შეფასებები:

წიტაიშვილი: whoscored – 6.7, sofascore – 6.5, Flashscore – 7.3.
აბუაშვილი: whoscored – 5.9, sofascore – 6.6, Flashscore – 6.2.
ქვილითაია: whoscored – 6.2, sofascore – 6.5, Flashscore – 6.8.

აღსანიშნავია, რომ მატჩს „მეცის“ ყოფილი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დაესწრო.

მეცი – ბრესტი 0:1
გოლი: აჟორკი (69)
გაძევება: გინდო (22, ბრესტი)

მეცი“ 13 ქულით უიმედო აუტსაიდერია და 8 მარტს სტუმრად „ლანსთან“ წაგება უწევს.

მსგავსი ამბები