გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა“ ლა ლიგა 2-ის 29-ე ტურში „კორდობას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება უხვგოლიან მატჩში მოიპოვა – 4:3.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: sofascore – 6.3, flashscore – 6.2.

რასინგი – კორდობა 4:3
გოლები: 0:1 ტრილი (15), 1:1 მარტინი (16), 2:1 მანუ (48), 3:1 ვისენტე (50), 3:2 რუისი (62), 4:2 მარტინი (69), 4:3 ადილსონი (90)
„რასინგმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 56 ქულით ლიდერია, ამ მომენტისთვის უახლოეს მდევრებს 7 ქულით უსწრებს და 14 მარტს ლეონში „ლეონესას“ შეხვდება.
