გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ სერია B-ის 29-ე ტურში „სამპდორია“ მიიღო და დაამარცხა – 3:0.
ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის დარჩა და შეცვლაზე მხოლოდ 67-ე წუთზე შევიდა. არადა, გიორგი
18 ოქტომბრის შემდეგ მუდმივად ძირითადშია ხოლმე.
შეფასებები: Sofascore – 6.4, Flashscore – 6.4, tuttomercato – 6.0.
ფროზინონე – სამპდორია 3:0
გოლები: 1:0 ფიორი (25), 2:0 რაიმონდო (49), 3:0 კორადო (69)
„ფროზინონემ“ ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 58 ქულით მე-3 ადგილზეა („ვენეციას“ (63) და „მონცას“ (60) ჩამორჩება) და 14 მარტს „ჩეზენას“ შეხვდება სტუმრად.
