„სელტიკი“-„რეინჯერსის“ დერბი წელს ადრე მოუწია: შოტლანდიის თასის მეოთხედფინალში. ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში „რეინჯერსმა“ ორი ვერ გაიტანა. „სელტიკის“ გამარჯვების გოლის შემდეგ (4:2) მოედანზე ქაოსი დაიწყო და მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.
სტუმარ „სელტიკს“ „აიბროქსზე“ 7500 გულშემატკივარი ჰყავდა.
ფეხბურთელებს გამარჯვების აღნიშვნის დროცარ ჰქონდათ, როდესაც „რეინჯერსის“ ულტრასები მოედანზე შევარდნენ. მათ მოპირდაპირე ტრიბუნამდე მისვლა სცადეს ჩხუბის დასაწყებად, მაგრამ სტიუარდებმა სწრაფად იმოქმედეს და ბარიერი აღმართეს.
შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ დაიწყო “აიბროქსზე” მომხდარი მძიმე ფაქტების გამოძიება.
Old Firm – ანუ გლაზგოს დერბი განსაკუთრებული მოვლენაა საფეხბურთო სამყაროში.
