შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებშია

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ათწლეულის სიმბოლურ გუნდშია. გამორჩეული კალათბურთელები საკალათბურთო პორტალმა Eurohoops-მა შეარჩია და ჩვენიანზე დაწერა:

„შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მარსელინიო უერტასთან ერთად, მან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დუეტი ჩამოაყალიბა. ქართველი ფარქვეშ მაღალი დონის თამაშით გამოირჩევა.

შერმადინი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო „ტენერიფეს“ იმ გუნდში, რომელმაც 2022 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი შთამბეჭდავი სტატისტიკა და წლების განმავლობაში შენარჩუნებული მაღალი სათამაშო დონე იმის საფუძველია, რომ ათწლეულის საუკეთესო ხუთეულში შეგვეყვანა“.

შერმადინთან ერთად ხუთეულში არიან: მარსელინიო უერტასი, კენდრიკ პერი, ბონზი კოლსონი და ვოიტეხ ჰრუბანი.

კალათბურთში ჩემპიონთა ლიგა 2016 წლიდან ტარდება.

მსგავსი ამბები