ჩაკვე შეცვალეს, გოგლიჩიძე მატჩამდე დაშავდა და ვერ ითამაშა: უოტფორდმა ქულები დაკარგა

გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფის 39-ე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ლესტერს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა – 0:0.

გოგლიჩიძემ მატჩი გამოტოვა, რადგან შეხვედრის წინ ვარჯიშზე დაშავდა. ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

შეფასებები: sofascore – 6.7, whoscored – 6.5, Flashscore – 6.5.

უოტფორდი – ლესტერი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: დაკა (41, ლესტერი)

„უოტფორდი“ 56 ქულით მე-9 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 7 ქულა აშორებს და მომდევნო მატჩს 3 აპრილს, სტუმრად„ქუინზ პარკთან“ გამართავს.

მსგავსი ამბები