გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგი“ ლა ლიგა 2-ის 31-ე ტურში საკუთარ მოედანზე მე-14 ადგილზე მყოფ „ალბასეტესთან“ მოულოდნელად დამარცხდა – 0:4.
აქამდე სანტანდერელებს ზედიზედ 4 მატჩი ჰქონდათ მოგებული.
ქართველი თავდამსხმელი ძირითადში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: sofascore – 6.3, flashscore – 6.1.
რასინგი – ალბასეტე 0:4
გოლები: 0:1 ბეტანკორი (3), 0:2 პეურტასი (6), 0:3 რუბიო (69), 0:4 რუბიო (82)
გაძევება: კანალესი (34, რასინგი)
„რასინგი“ 59 ქულით მაინც ლიდერია, უახლოეს მდევარ „ალმერიას“ 4 ქულით უსწრებს და 29 მარტს სტუმრად „სარაგოსას“ შეხვდება.
