გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სერია B-ს 32-ე ტურის გასვლით მატჩში „სუდტიროლს“ შეხვდა და მოიგო – 3:1.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და შესვენებაზე შეცვალეს.
შეფასებები: Flashscore – 6.3; Sofascore – 6.5.
სუდტიროლი – ფროზინონე 1:3
გოლები: 0:1 რაიმონდო (7), 1:1 პეკორინო (60), 1:2 კალო (68), 1:3 გეჯემისი (85)
გამოუყენებელი პენალტი: კაზირაგი (60, სუდტიროლი)
„ფროზინონემ“ ბოლო 9 მატჩიდან 5 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 65 ქულა დააგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით „მონცას“ უსწრებს და მეორე ადგილზეა.
5 აპრილს „პადოვას“ უმასპინძლებს.

დაჩი ლორთქიფანიძის „კარარეზე“ ასევე სტუმრად „ბარის“ შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა. 20 წლის ქართველი 83-ე წუთზე შევიდა.
„კარარეზეს“ 39 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.
