კაშია მონუმენტური ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის: სანიოლის მადლობა კაპიტანს

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას ივნისში დაასრულებს. ეს თავად ფეხბურთელმა განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და… გურამ კაშია ნაკრებიდან მიდის

კაშიას შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ვილი სანიოლი:

„გურამ კაშია მონუმენტური ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის. ზოგადად, ახალი კაპიტნის არჩევა იოლი გადაწყვეტილება არ არის, თუმცა ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, ჩემთვის ძალიან მარტივი გადასაწყვეტი იყო, თუ ვინ გახდებოდა ნაკრების ახალი კაპიტანი.

გურამთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრი გვისაუბრია როგორც ფეხბურთზე, ისე ზოგადად ცხოვრებაზე. ჩემი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო მას. ძალიან სასიამოვნო იყო გურამთან ერთად მუშაობა.

როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სრულდება, აუცილებლად იწყება რაღაც ახალი. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს მომავალში”.

მსგავსი ამბები