საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვის ნაკრები დაამარცხა. კაუნასში ჩატარებული ამხანაგური მატჩი ჩვენმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგო — 0:2.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. 70-ე წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა 11-მეტრიანი გაიტანა, 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის პასით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.
