NBA-ში ქართველები შეხვდნენ: მამუკელაშვილი საუკეთესო გახდა

NBA-ში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ: სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ გოგა ბითაძის „ორლანდოს“ უმასპინძლა და დაამარცხა – 139:87.

პირველი მეოთხედის შუაში ორლანდო 20:14 იგებდა რის შემდეგადაც ტორონტომ 31-ქულიანი (ისტორიაში ყველაზე დიდი) გაქცევა მოაწყო, ჯამალ მოსლის გუნდმა კი თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი მამუკელაშვილი გახდა: სანდრომ 21 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

ბითაძემ 10 წუთი ითამაშა და 6 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

„ტორონტოს“ 42 მოგება, 32 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, ხოლო „ორლანდო“ 39 მოგებითა და 35 წაგებით მე-8-ზე.

„ტორონტო“ 1 აპრილს სტუმრად „დეტროიტს“ ეთამაშება, „ორლანდო“ „ფინიქსს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები