საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი ამხანაგური მატჩი ითამაშა და თითოეულში ორი გოლი გაიტანა. პირველ შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა დუბლი (ისრაელთან 2:2), შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძემ (ლიეტუვასთან 2:0). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ნაკრებში გატანილი გოლებით სტატუს-ქვო აღდგა.
ახლა ვითარება ასეთია: ხვიჩას 22 გოლი აქვს გატანილი, მიქაუტაძეს – 23.
ჯერჯერობით ნაკრების პირველი გოლეადორი შოთა არველაძეა, რომელსაც 26 გოლი აქვს გატნილი და ცხადია ეს რეკორდი მალე გაუმჯობესდება.
მაგრამ საკითხავი ისაა, რომელი დაამყარებს ამ რეკორდს – კვარა თუ ჟორჟი?
