ერთადერთი გოგა მბლოკავდა და ის არ მიყვარდა: რას თქვა მამუკელაშვილმა ბითაძეზე

NBA-ში გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს. შეხვედრა მამუს „ტორონტომ“ მოიგო – 139:87.

თავად სანდრო საუკეთესო იყო: 21 წუთი და 19 ქულა.

NBA-ში ქართველები შეხვდნენ: მამუკელაშვილი საუკეთესო გახდა

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მამუკელაშვილმა ბითაძეზე ისაუბრა:

„მე და გოგა ერთმანეთის წინააღმდეგ ბავშვობიდან ვთამაშობთ, 6-7 წლიდან. ფიზიკურად ძლიერი და მაღალი იყო, ერთადერთი, ვინც ჩემს ტყორცნებს ბლოკავდა. მე ის არ მიყვარდა. გოგას წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად ვემზადებოდით.

ახლა მისი წარმატება მიხარია. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო უკეთესი იქნება“.

მსგავსი ამბები