მბაპემ საფრანგეთის ნაკრების გასახდელში ბურთი ნაგვის ურნაში ჩააგდო და ცეკვით აღნიშნა:
კილიანმ ხუმრობით შესთავაზა NBA-ს რამდენიმედღიანი კონტრაქტი.
საფრანგეთმა კოლუმბიას ამხანაგური მატჩი 3:1 მოუგო, რომლის შემდეგ გასახდელში მბაპემ ბურთი ნაგვის ურნაში ჩააგდო, რის შემდეგაც ოთახში სიცილითა და ცეკვით დარბოდა.
„10-დღიანი კონტრაქტი?“ – კომენტარი გააკეთა კილიანმა ვიდეოზე და NBA მონიშნა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პრესსამსახურმა პოსტი ხელახლა გამოაქვეყნა.
