საქართველოს ჯგუფელი მსოფლიოს ფავორიტია: მუნდიალს ესპანეთი მოიგებსო

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილე უკვე ცნობილია.

ტურნირი პირველად ჩატარდება გაფართოებული ფორმატით: მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს, რომლებიც 4-გუნდიან 12 ჯგუფად არიან დაყოფილი.

ბუკმეკერებს შორის ფავორიტი ესპანეთია, მოქმედი ევროპის ჩემპიონის და საქართველოს ჯგუფელის გამარჯვების კოეფიციენტით – 5.50.

ბუკმეკერების აზრით, ესპანეთის მთავარი მეტოქე ინგლისია, შემდეგ მოდიან არგენტინა, ბრაზილია და საფრანგეთი.

ბუკმეკერების აზრით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული:

1. ესპანეთი – 5.50
2. ინგლისი – 6.50
3-5. არგენტინა – 8.50
3-5. ბრაზილია – 8.50
3-5. საფრანგეთი – 8.50
6-7. გერმანია – 13.00
6-7. პორტუგალია – 13:00
8. ნიდერლანდები – 20:00
9. ნორვეგია – 25:00
10. ბელგია – 40:00
11. ურუგვაი – 45:00

სხვები – 50:00-დან

მსგავსი ამბები