მარკოიშვილის მონაკომ შენგელიას ბარსელონას მოუგო

ევროლიგაში მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი „მონაკო“ შინ თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ შეხვდა და დაამარცხა – 93:86.

პირველი მეოთხედის გარდა, თამაშს ფრანგული გუნდი აკონტროლებდა.

შენგელიამ 20 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე 6 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა.

მარკოიშვილმა „მონაკო“ მარტის დასაწყისში ჩაიბარა, როდესაც გუნდიდან ბერძენი მთავარი მწვრთნელი ვასილის სპანულისი წავიდა.

„მონაკო“ 21 მოგებით და 16 წაგებით ევროლიგაში მე-8 ადგილზეა, ხოლო „ბარსელონა“ მე-10-ზე – 20 მოგება, 17 წაგება. ორივე გუნდი პლეი-ინის ზონაშია.

პლეი-ოფში პირდაპირ 6 გუნდი გადადის, ხოლო 4 პლეი-ინიდან გაარკვევს კიდევ ორ საუკეთესოს.

ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ერთი ტური.

ბოლო ტურში „მონაკო“ 17 აპრილს თელ-ავივის “ჰაპოელს” უმასპინძლებს და ჯერ კიდევ ინარჩუნებს მეოთხედფინალში პირდაპირ მოხვედრის შანსს,
“ბარსელონამ” კი ბოლო ტურში აუცილებლად უნდა დაამარცხონ კარგ ფორმაში მყოფი “ბაიერნი”.

მსგავსი ამბები