გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ სერია B-ის 34-ე ტურში ასევე აღზევებისთვის მებრძოლ „პალერმოს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 1:1.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩი დაძაბული გამოვიდა, მასპინძლები 75-ე წუთზე გავიდნენ წინ, მაგრამ უპირატესობა თამაშის მიწურულს გაანიავეს.
შეფასებები: Flashscore – 6.6; Sofascore – 6.7.

ფროზინონე – პალერმო 1:1
გოლები: 1:0 კალო (75), 1:1 რანოკია (89)
„ფროზინონე“ 69 ქულით მე-2 ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება „ვენეციას“, რომელსაც ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს.
„ფროზინონემ“ ბოლო 11 მატჩიდან 6 მოიგო (5 ფრე) და 18 აპრილს სტუმრად „მოდენას“ შეხვდება.
