გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგის 31-ე ტურში ბილბაოში „ატლეტიკს“ ესტუმრა და დაძაბული მატჩი მოიგო – 2:1.
ქართველი თავდამხმელი ამჯერად ძირითადში არ ყოფილა და მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა.
ჟორჟმა კინაღამ ცენტრიდან გაიტანა. ცენტრში მეტოქის პასი ჩაჭრა, წინ გამოსული მეკარე შენიშნა და ერთი შეხებით პირდაპირ კარში გაგზავნა: ბურთი მეკარის საჯარიმოში დაეცა და ხარიხას ზემოდან გადაახტა, სანტიმენტრები დააკლდა საოცარ გოლამდე.
შეფასებები: Flashscore – 6.7; Sofascore – 6.4; Whoscored – 6.1.
ლა ლიგის ამ ტურში რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გუნდები, მსაჯები რეტრო ფორმებში და ძველებური ბურთებით თამაშობდნენ.
ატლეტიკი – ვილიარეალი 1:2
გოლები: 0:1 კარდონა (26), 0:2 გონსალესი (45+5), 1:2 გურუსეტა (84)
„ვილიარეალი“ 61 ქულით მე-3 ადგილზეა და 23 აპრილს „ოვიედოს“ შეხვდება გასვლაზე.
