გულიაშვილი ძირითადში იყო და შეცვალეს, რასინგმა კონკურენტი გაანადგურა

გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში შინ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, ერთ ქულაში მყოფ „ალმერიას“ შეხვდა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 5:1.

ქართველი თავდამხმელი ძირითადში იყო და 72-ე წუთზე გავიდა.

გიორგი გააფრთხილეს, საგოლე შანსები კი არ ჰქონია.

შეფასებები: Flashscore – 6.3; Sofascore – 6.0.

რასინგი – ალმერია 5:1
გოლები: 0:1 ემბარბა (12), 1:1 მარტინი (21), 2:1 ვისენტე (28), 3:1 ვილიალიბრე (79), 4:1 კანალესი (82), 5:1 სანგალი (88)
გაძევება: ლოპი (45+5, ალმერია), გარსია (75, რასინგი)

„რასინგი“ 65 ქულით ლიდერია და 17 აპრილს სან სებასტიანში „სოსიედად B”-ს შეხვდება. „დეპორტივოსა“ და „ალმერიას“ 61-61 ქულა აქვთ.

მსგავსი ამბები