გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თურქული „გალათასარაი“ დაამარცხა – სერიაში 2:1.
გადამწყვეტი მესამე მატჩი ტენერიფეზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 99:59.
ეს კი შერმადინის დამსახურებაა, რომელმაც 18 წუთში 20 ქულა, 14 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ქართველი ცენტრი ბუნებრივია მატჩის MVP გახდა.



„ტენერიფე“ ნახევარფინალში ლიეტუვის „რიტასს“ შეხვდება.
