მბაპემ 70-ე გოლი გაიტანა ლიგაზე და მე-6 ბომბარდირია: ფრანგმა ერთი რეკორდიც დაამყარა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 70-ე გოლი გაიტანა.

27 წლის ფეხბურთელმა მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩის 42-ე წუთზე გაუტანა „ბაიერნს“.

ფრანგი ამჟამად ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მე-6 ადგილზეა.
კილიანი რაულს (71 გოლი), კარიმ ბენზემას (90), რობერტ ლევანდოვსკის (109), ლიონელ მესის (129) და კრიშტიანო რონალდოს (140) ჩამორჩება.

მბაპემ ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა.
მას ამ სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი სტუმრად გამართულ შეხვედრებში. ეს კი ტურნირის რეკორდია (ჩემპიონთა თასის ჩათვლით).

მბაპეს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი აქვს, მხოლოდ კრიშტიანო რონალდომ გაიტანა უფრო მეტი ერთ გათამაშებაში (17).

17: კრიშტიანო რონალდო (რეალი, 2013/14)
16: კრიშტიანო რონალდო (რეალი, 2015/16)
15: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, 2019/20)
15: კრიშტიანო რონალდო (რეალი, 2017/18)
15: კარიმ ბენზემა (რეალი, 2021/22)
15: კილიან მბაპე (რეალი, 2025/26)

ჰარი კეინმაც გაიტანა კიდევ ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგაში.
ეს „ბაიერნის“ ინგლისელის 52-ე გოლია ჩემპიონთა ლიგაზე. მას ზემონახსენები ფეხბურტელების გარდა უსწრებენ თომას მიულერი (57), ერლინგ ჰოლანდი (57) და რუუდ ვან ნისტელროი (56).

მსგავსი ამბები