მეცის ფეხბურთელები წასვლას ელიან, მათ შორის გიორგი წიტაიშვილიც

საფრანგეთის ლიგა 1 „მეცისთვის“ რთულია, ხოლო ლიგა 2 – ზედმეტად სუსტი, თუმცა გუნდში გამორჩეული ინდივიდუალისტები არიან, მათ შორის გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ამ ეტაპზე არჩევანის წინაშე დგას, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „სპორტი“ წერს.

„ახალ საუკუნეში „მეცი“ მუდმივად ლიგიდან ლიგაში გადადის. ბოლო 25 წელიწადში გუნდმა მხოლოდ ერთხელ შეძლო ერთსა და იმავე დივიზიონში დარჩენა (ლიგა 2). აშკარაა, რომ ლიგა 1 მისთვის ძალიან რთულია, ხოლო ლიგა 2 – არასაკმარისი გამოწვევა.

თუმცა ინდივიდუალურად „მეცის“ ფეხბურთელები ლიგა 1-ის გამორჩეულ მოთამაშეებად მიიჩნევიან. დრიბლინგის მაჩვენებლებით გუნდის წევრები – კოფი კუაო, გიორგი წიტაიშვილი და ჩეიკ საბალი ლიგის ინდივიდუალურ რეიტინგებში მაღალ პოზიციებს იკავებენ. წიტაიშვილის გოლებიც ხშირ შემთხვევაში სწორედ მისი ინდივიდუალური მოქმედებების შედეგია.

გაურკვევლობა, თითქოს დამოკლეს მახვილივით, მუდმივად „მეცის“ თავზეა ჩამოკიდებული. ვითარება მკვეთრი და მიზანმიმართული ტრანსფერების გარეშე არ შეიცვლება. კარგი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები არჩევანის წინაშე დგანან და სხვა გუნდებში გადასვლას ელიან, მათ შორის გიორგი წიტაიშვილიც“, – წერს გამოცემა.

1tv.ge

მსგავსი ამბები