ოქროს ბურთს ჰარი კეინი მოიგებს: ინგლისელის პოზიციები მყარდება

ბუქმეკერების პროგნოზით, ჰარი კეინი 2026 წელს „ოქროს ბურთს“ მოიგებს.

მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა გაიმყარა თავისი პოზიცია, როგორც ჯილდოს მთავარმა პრეტენდენტმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში მადრიდის „რეალს“ მიუნხენშიც გაუტანა.

კეინის კოეფიციენტი (2.5) მას მოგების 40%-იან შანსს აძლევს.

ბუქმეკერების პროგნოზით, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ამათგან რომელიმე გახდება:

1. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 2.50
2. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 4.50
3. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 5.00
4. დეკლან რაისი (არსენალი) – 6.00
5. კილიან მბაპე (რეალი) – 9.00
6-7. ვინისიუსი (რეალი) – 26.00
6-7. უსმან დემბელე (პსჟ) – 26.00

სხვა მოთამაშეები – 34.00-დან

მსგავსი ამბები