გულიაშვილმა ისევ გაიტანა და რასინგმაც მოიგო

გიორგი გულიაშვილმა ლა ლიგა 2-ში ისევ გაიტანა და სანტანდერის „რასინგს“ სტუმრად „რეალ სოსიედად B“-ს დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

ჩვენიანმა გოლი მე-12 წუთზე გაიტანა: მცველის შეცდომით ისარგებლა და არ დააყოვნა და ზუსტად დაარტყა.

პირველი ტაიმში გიორგის მეორე გოლის გატანაც შეეძლო. კარგად ჩამოიცილა მცველი და ბურთი შორეულ კუთხეში გაუშვა, თუმცა მეკარემ იყოჩაღა.

შეფასებები: Flashscore – 8.2; Sofascore – 7.9.

უფრო მაღალი ქულები მხოლოდ ინიგო ვისენტემ მიიღო (9.1 და 8.9).

გულიაშვილის ანგარიშზე 13 მატჩში 6 გოლი და 1 საგოლე პასია.

სოსიედად B – რასინგი 1:3
გოლები: 0:1 მარტინი (10), 0:2 გულიაშვილი (14), 0:3 ვისენტე (60), 1:3 კარერა (86)

6 ტურით ადრე „რასინგი“ 68 ქულით ლიდერია და 26 აპრილს, სტუმრად „სეუტას“ შეხვდება.

მსგავსი ამბები