გოგლიჩიძემ სრულად ითამაშა, ჩაკვემ შეცვლაზე: უოტფორდმა სახლში წააგო

ქართველების „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის 43-ე ტურში შინ „შეფილდ იუნაიტედთან“ დამარცხდა – 0:2.

საბა გოგლიჩიძემ ძირიტადში იყო და ბოლომდე ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე კი თადარიგში იყო და 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

შეფასებები:

ჩაკვეტაძე:Whoscored – 5.8, Sofascore – 6.4, Flashscore – 6.1.
გოგლიჩიძე: Whoscored – 6.4, Sofascore – 6.4, Flashscore – 6.1.

უოტფორდი – შეფილდ იუნაიტედი 0:2
გოლები: 0:1 ბემფორდი (50), 0:2 ბემფორდი (60)

„უოტფორდმა“ ბოლო 5 მატჩიდან 3 წააგო, 2 ფრედ დაასრულა, 57 ქულით მე-15 ადგილზეა და 21 აპრილს სტუმრად „ვესტ ბრომვიჩს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები