გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა, თანაც ტოპ ლიგაში, რაც მისთვის ბუნებრივია პირველია. „მეცი“ კი ლიგა 1-ის 30-ე ტურში „პარიზთან“ რა თქმა უნდა მაინც დამარცხდა – 1:3.
ქვილითაია ტრადიციულად თადარიგში იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა უკვე 30-ე წუთზე მოუწია ტრავმირებული დიალოს ნაცვლად. ქართველმა თავდამსხმელმა ერთ წუთში გამოიჩინა თავი და ანგარიში გაათანაბრა: წინ გადაგდებულ ბურთზე მეტოქის ორმა მცველმა მოგერიებისას ერთმანეთს ხელი შეუშალეს და ჩვენიანი მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელსაც ეფექტური დარტყმით გაუტანა.
გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და აქტიურად ითამაშა, გიორგი აბუაშვილი განაცხადში არ ყოფილა.
შეფასებები:
წიტაიშვილი: whoscored – 7.5 , sofascore – 7.4 , Flashscore – 7.7.
ქვილითაია: whoscored – 7.9, sofascore – 7.5, Flashscore – 7.4.

მეცი – პარიზი 1:3
გოლები: 0:1 გორი (21), 1:1 ქვილითაია (31), 1:2 ოტავიო (69), 1:3 კებალი (89)
30 ტურის შემდეგ „მეცი“ 15 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა და 4 ტურით ადრე პლეი-აუტის ზონაში მყოფ „ოსერს“ 10 ქულით ჩამორჩება, რაც ლიგა 1-ში დარჩენის შანსს ფაქტობრივად არ ტოვებს.
