ქართველების „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის 44-ე ტურში სტუმრად „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვდა და დამარცხდა – 0:3.
გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს, საბა გოგლიჩიძე კი განაცხადში არ ყოფილა.
ჩაკვეტაძის შეფასებები: Sofascore – 6.3, Flashscore – 6.3, Whoscored – 5.9.
ვესტ ბრომვიჩი – უოტფორდი 3:0
გოლები: 1:0 პრაისი (21), 2:0 დიკე (41), 3:0 იმრაი (69)
„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე თამაში წააგო, ბოლო 6 მატჩიდან 4 (2 ფრე), 57 ქულით მე-15 ადგილზეა და 25 აპრილს, ბოლოსწინა ტურში „მიდლსბროს“ ეთამაშება გასვლაზე.
