ბუდუმ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, გუნდს მოაგებინა და საუკეთესოდაც აღიარეს

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის 31-ე ტურში შინ „სანკტ პაული“ მიიღო და გაიმარჯვა – 2:0.

ქართველი თავდამსხმელი მშვენიერ ფორმაშია: ბუდუმ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა და ბუნდესლიგის საიტმა კონკრეტულად ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.

უკვე მე-3 წუთზე ზივზივაძემ მეკარის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ბურთი კარში შეაგდო.

შეცვალეს მატჩის ბოლოს, წამატებულ დროში.

შეფასებები: Flashscore – 7.3; Sofascore – 6.4; Whoscored – 7.2.

ზივზივაძის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 17 მატჩში 4 გოლია.

ჰაიდენჰაიმი – სანკტ პაული 2:0
გოლები: 1:0 ზივზივაძე (3), 2:0 დინკჩი (82)

„ჰაიდენჰაიმი“ 22 ქულით აუტსაიდერია და 2 მაისს უკვე ჩემპიონ „ბაიერნს“ ესტუმრება.

გუნდმა ბოლო სამ მატჩში 2 მოიგო და მართალია მცირე, მაგრამ თეორიული შანსი რჩება მე-16 ადგილზე გავიდეს და პლეი-აუტით შეინარჩუნოს ადგილი ბუნდესლიგაში.

მსგავსი ამბები