გამარჯვების მთავარი მამოძრავებელი ზივზივაძე იყო: გულშემატკივართა გამოკითხვით ბუდუ საუკეთესოდ დასახელდა

„ჰაიდენჰაიმისა“ და „სანკტ პაულის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბუდუ ზივზივაძე გახდა. ქართველი თავდამსხმელი თავად ბუნდესლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია, რომელმაც დაწერა:

ბუდუმ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, გუნდს მოაგებინა და საუკეთესოდაც აღიარეს

„მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბედი დინკჩის გოლმა გადაწყვიტა, „ჰაიდენჰაიმის“ მთავარი მამოძრავებელი ზივზივაძე იყო. მან მატჩის დასაწყისშივე (მე-3 წუთზე) გაიტანა და გუნდს წარმატებისთვის შესანიშნავი ბიძგი მისცა. მისი შრომისმოყვარეობა მთელი მატჩის განმავლობაში გამოსარჩევი იყო.

ზივზივაძემ 14 ორთაბრძოლა მოიგო, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგია. ხშირად ექცეოდა მეტოქის წნეხის ქვეშ, მაგრამ შეტევაში მაინც ყველაზე აქტიური იყო და გუნდს ბურთს ხშირად უნარჩუნებდა.

დაუღალავი და ენერგიული თამაშით, ზივზივაძემ გულშემატკივართა გამოკითხვაში 57% მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა“.

მსგავსი ამბები