გულიაშვილს ორი გოლი არ ჩაუთვალეს, ერთი ვერ გაიტანა

გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგი“ლა ლიგა 2-ის 37-ე ტურში „სეუტას“ ესტუმრა და 0:0 ითამაშა, არადა ქართველ თავდამსხმელს ორი გოლი არ ჩაუთვალეს, ორივეჯერ ვიდეორეფერი ჩაერთო საქმეში: მე-7 წუთზე პირისპირ გავიდა მეკარესთან და ზუსტად დაარტყა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, ხოლო 56-ზე თავით გაიტანა, მაგრამ ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ მანამდე ჯარიმა იყო, მეტოქეს ხელი უბიძგა.

გარდა ამისა, გასწვრივი პასის შემდეგ დაახლოებით 2-3 მეტრიდან ვერ გაიტანა და ძალიან რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, მეკარემ იყოჩაღა.

შეცვალეს 75-ე წუთზე.

შეფასებები: Flashscore – 5.9; Sofascore – 6.3.

ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „რასინგი“ 69 ქულით ლიდერია და 3 მაისს „უესკას“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები