ქოჩორა დაბრუნდა და კარგი მატჩი ჩაატარა

გიორგი ქოჩორაშვილი 5 თებერვლის შემდეგ მოედანზე პირველად გამოჩნდა და „სპორტინგის“ შემადგენლობაში ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში „ავეშის“ წინააღმდეგ ითამაშა – 1:1.

ქოჩორაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველმა ნახევარმცველმა ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო:
Flashscore – 7.9, sofascore – 7.4, whoscored – 6.7, zerozero (პორტუგალიური გამოცემა) – 7.3

ავეში – სპორტინგი 1:1
გოლები: 0:1 ნელი (47), 1:1 პედრო ლიმა (66, პენ)

„სპორტინგს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 72 ქულით მე-3 ადგილზეა და 29 აპრილს „ტონდელას“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები