ზურიკო დავითაშვილისთვის სეზონი დასრულდა.
GEO TEAM-ის ინფორმაციით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში ვეღარ ითამაშებს და ორი კვირა უქმობა მოუწევს.
მიზეზი კოჭის ტრავმაა, რომელიც ზურიკომ „ტრუასთან” საშინაო მატჩში მიიღო. უკვე მე-16 წუთზე მწვრთნელი იძულებული გახდა ის შეეცვალა.
თუ „სენტ ეტიენს“ პლეი-ოფში თამაში მოუწევს, წესით ქართველი ფეხბურთელი გუნდის დახმარებას შეძლებს.
შესაბამისად, ზურიკო ნაკრებშიც იქნება ივნისი ამხანაგური მატჩებისთვის.
დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი და 4 საგოლე პასი გააკეთა.
