საფრანგეთის პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნულმა კავშირმა (UNFP) ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატები დაასახელა და მათ შორისაა „სენტ ეტიენის” ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი.
ჩვენიანის გარდა კიდევ 4 მოთამაშეა წარდგენილი: მარტინ ადელინი (“ტრუა”), ენცო ბარდელი (“დიუნკერკი”), ტოფიკ ბენტაიები (“ტრუა”) და ჯოვანი ვერსინი (“პო”).
გამარჯვებული 11 მაისს დაგეგმილ ცერემონიალზე გამოვლინდება.
მოგეხსენებათ, დავითაშვილი ტრავმირებულია, თუმცა ადრე ითქვა, რომ თუ საჭირო გახდა, ის შესაძლოა გუნდს პლეი-ოფში დაეხმაროსო. მაგრამ ახლა ვრცელდება ახალი ინფორმაცია, რომ ზურიკო მომდევნო შეხვედრას “როდეზთან” კი გამოტოვებს. მაგრამ შესაძლოა “ამიენთან” ბოლო ტურში მაინც ითამაშოს.

