გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ პორტუგალიის ჩემპიონატის 32- ტურში შინ გიმარაეშის „ვიტორია“ დაამარცხა – 5:1.
ქართველი ნახევარმცველი თადარიგში იყო და მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა.
შეფასებები: Sofascore – 6.5, Flashscore – 6.3, whoscored – 6.0.
ლევანტეს ქოჩორაშვილის დამატება სურს: ქართველს ლა ლიგაში თამაში უნდა
სპორტინგი – ვიტორია 5:1
გოლები: 1:0 ინასიო (9), 2:0 ბრაგანსა (23), 3:0 არაუხო (45+4), 4:0 სუარესი (61), 5:0 გილერმე (74), 5:1 დებასტი (85, საკ. კარში)
„სპორტინგი“ 76 ქულით მე-2 ადგილზეა და 10 მაისს, ბოლოსწინა ტურში სტუმრად „რიო ავეს“ შეხვდება. „პორტო“ უკვე გახდა ჩემპიონი, ხოლო „ბენფიკასაც“ 76 ქულა აქვს.
