ზურიკო დავითაშვილი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა “სენტ ეტიენს”, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში პირდაპირი დაწინაურებისთვის იბრძვის. “მწვანეები” ლიგა 2-ის ბოლო, 34-ე ტურში “ამიენთან” საშინაო მატჩისთვის ემზადება
“დავითაშვილს მოედანზე მალე დაბრუნების შანსი აქვს”, – ინფორმაციას Madeinsent-etienne ავრცელებს: “ოპტიმიზმი ზურიკოს შემთხვევაშია მიზანშეწონილია. შესაძლოა, ის “ამიენთან” მატჩში დაბრუნდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ “ქართველი” ვინგერი გუნდის სახეს სრულიად ცვლის”.
“სენტ ეტიენის” ქართველმა ლეგიონერმა ზურიკო დავითაშვილმა სამშაბათს ვარჯიში განაახლა. თუმცა მისი მონაწილეობა “ამიენთან” ლიგა 2-ის ბოლო ტურის მატჩში (შაბათს) ჯერ არ დადასტურებულა”, – ინფორმაციას peuple-vert ავრცელებს.
“სამშაბათს ზურიკო დავითაშვილი მოედანს დაუბრუნდა, თუმცა ინდივიდუალურად ვარჯიშობდა ფიზმოზმადების მწვრთნელის ხელმძღვანელობით. ქართველი თავდამსხმელი ტრავმის შემდეგ მომჯობინდა, მაგრამ… ნაადრევი ხომ არ არის მისი დაბრუნება?
ეს კითხვა კვლავ რჩება. ცხადია, რომ მისი დაბრუნება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს “მწვანეების” შეტევასა და ფიზიკურ პოტენციალს. დავითაშვილი არის მოთამაშე, რომლის არყოფნაც “სენტ-ეტიენში” ყველაზე მეტად იგრძნობა. მის გარეშე, გუნდმა ბოლო ორ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა”.
…ამასობაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსური მოგებსია და ბიუჯეტის დასაბალანსებლად, შესაძლოა, “სენტ-ეტიენმა” შიდა “ოქროს საბადო” გამოიყენოს, ლუაკს სტასინის და ზურიკო დავითაშვილის გასხვისებას დათანხმდეს – ამას score.fr ავრცელებს.
გამოცემა კონკრეტულ ინფორმაციასაც ავრცელებს. თუ რამდენს ითხოვს “სენტ-ეტიენი” ქართველ ფეხბურთელში, რომელიც ფეხბურთელი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძვის.
“თუ “სენტ ეტიენი” ელიტაში დაბრუნებას ვერ შეძლებს, რთული იქნება მისი ყველაზე მომგებიანი აქტივების შენარჩუნება. ორ მოთამაშეს შეუძლია ლიგა 2-ის გუნდს ფინანსური წარმატება მოუტანოს. ბელგიელი თავდამსხმელის, ლუკას სტასინის ტრანსფერი ამჟამად 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ქართველი კი დაახლოებით 10 მილიონად.
საერთო ჯამში, “სენტ ეტიენს” აქვს საფეხბურთო კაპიტალი, რათა მეორე დივიზიონში ახალი სეზონის ფინანსური შოკი შეამსუბუქოს. ფეხბურთელების გზავნილიც ნათელია: სტასენი და დავითაშვილი უმაღლეს დონეზე თამაშს ისურვებენ. ლიგა 1-ში დაწინაურება ერთადერთი საიმედო ბერკეტია, რათა ამ ორმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა “ჟოფრუა გიშარზე” თავგადასავალი გააგრძელოს”, – ამტკიცებს Sscore.fr.
lelo.ge
