ბუდუ ბუნდესლიგამ ტურის სიმბოლურში შეიყვანა

ბუდუ ზივზივაძემ კარიერის მატჩი ითამაშა: მიუნხენში „ბაიერნს” ორი გოლი გაუტანა და მეორე გადასარევი, უფრო ხვიჩას სტილში, მცველი მოტეხა და შორეულ ცხრიანში ჩასვა.

„ჰაიდენჰაიმის” ქართველ თავდამსხმელს ეს დუბლი დაუფასდა და ბუნდესლიგის ოფიციალურმა გვერდმა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მანამდე ბუდუ ტურის სიმბოლურში “კიკერმაც” ჩასვა.

ზივზივაძემ სეზონში პირველი დუბლი შეასრულა. წლევანდელ ბუნდესლიგაში მან 6 გოლი გაიტანა და აქედან 5 ბოლო 4 მატჩში.

მსგავსი ამბები