ხვიჩა ოქროს ბურთის ხუთეულში შევიდა

ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია 2026 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგოს, ასეთია ბუქმეკერების პროგნოზი.

ორ კვირაში პსჟ-ს ქართველი ნახევარმცველის „ოქროს ბურთის“ მოგების კოეფიციენტი 34.00-დან 9.00-მდე დაეცა, რამაც ის პრეტენდენტთა სიაში მეხუთე ადგილზე ასწია.

ტოტალიზატორების ფავორიტად ჰარი კეინი რჩება. სამეულში ასევე მოხვდნენ მისი თანაგუნდელი მაიკლ ოლისე და „არსენალის“ ნახევარმცველი დეკლან რაისი.

„ოქროს ბურთის“ ფავორიტები ბუქმეკერების მიხედვით:

1. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 3.50
2. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 4.00
3. დეკლან რაისი (არსენალი) – 5.00
4. უსმან დემბელე (პსჟ) – 7.00
5. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 9.00
6. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 11.00
7-8. კილიან მბაპე (რეალი) – 13.00
7-8. ვიტინა (პსჟ) – 13.00
9. ერლინგ ჰოლანდი (სიტი) – 34.00
10. რაფინია (ბარსელონა) – 34.00

მსგავსი ამბები